2021-03-19 13:49:24, 1660 ნახვა
ომი უკრაინაში
აჭარის მუნიციპალიტეტში, ბათუმისა და ქობულეთის გარდა, ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა
აჭარის მუნიციპალიტეტში, ქობულეთისა და ბათუმის გარდა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი შეჩერდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ვაქცინაციის პროცესი აჭარის ოთხ მუნიციპალიტეტში: ხელვაჩაურში, ქედაში, შუახევსა და ხულოშია შეჩერებული.
კოვიდვაქცინაციის შეჩერების მიზეზებს უწყებაში ჯერ არ ასახელებენ და აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება 15:00 საათზე გაკეთდება.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან