18:03 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 23:06:57, 475 ნახვა

კომენტარი
ლევან რატიანი 27 წლის ექთანზე: დაუზუსტებელი შოკი აქვს - ყველაფერი გაკეთდება მისი სიცოცხლის გადასარჩენად

„დაუზუსტებელი შოკი აქვს - ყველაფერი გაკეთდება მისი სიცოცხლის გადასარჩენად“, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მთავარმა ექიმმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ 27 წლის ექთან უნდა ჩაუტარდეს დამატებითი კვლევები, რომელიც დაადგენს დაუდგენელი შოკის მიზეზებს.

„გემოდინამიკა არასტაბილურია, ჩატარდა ყველა კვლევა რაც პროტოკოლით არის გათვალისწინებული, მიმდინარეობს ასევე დამატებითი კვლევები და მინდა ჩვენ მოსახლეობას ვუთხრა რომ ყველაფერი გაკეთდება მისი სიცოცხლის გადასარჩენად.

ლაბორატორიული კვლევების მონაცემები მნიშვნელოვანი ცვლილებების გარეშეა, რადგან აქ იყო დაუზუსტებელი შოკი, გაკეთდა ვაქცინა და ღრმა კვლევების ჩატარებამდე ვერ გეტყვით რამ გამოიწვია ეს. ჩვენი მიზანია, რომ რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს პაციენტი შოკური მდგომარეობიდან და რაც შეიძლება მალე დაიწყოს მისი გამოჯანმრთელების პროცესი“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის კლინიკაში 27 წლის მედდას „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ გვერდითი რეაქცია, სავარაუდოდ კი ანაფილაქსიური შოკი დღეს დაუფიქსირდა. ექთანი რამდენიმე წუთის წინ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics