18:04 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-18 15:34:00, 304 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა: მთავრობა დაეხმარება იმ კომპანიებს, რომელთაც სახელმწიფო ქონება შეიძინეს ან იჯარით აიღეს აუქციონის გზით და პანდემიის გამო დაზარალდნენ

„მთავრობა შეღავათებს გაუწევს იმ კომპანიებს, რომლებმაც აუქციონის გზით, სხვადასხვა პირობით შეიძინეს სახელმწიფო ქონება  და  პანდემიის გამო ვერ შეძლეს საფასურის გადახდა, საინვესტიციო პირობების შესრულება, ასევე მათ, ვინც იჯარით აიღეს სახელმწიფო ქონება და საიჯარო გადასახადი დაუგროვდათ" - ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

ნათია თურნავას ინფორმაციით,  მთავრობის სხდომამ იმსჯელა და დაამტკიცა  სახელმწიფო ქონების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები. მინისტრის განცხადებით, ამ საკითხთან დაკავშირებით დღემდე არსებობდა იურიდიული პრობლემა.

„ის კომპანიები, ვინც ამ ქონებას სახელმწიფოდან პირდაპირი გადაცემის წესით იძენს - მათთვის ვაკეთებთ ამ შეღავათს. მაგრამ მათთვის, ვინც ამ ქონებას იძენდნენ ან იჯარით იღებდნენ აუქციონის გზით, საგანგებო ჩანაწერის გამო ჩვენ ამას ვერ ვაკეთებდით. ამ ცვლილების შედეგად, ჩვენ თანაბარ პირობებში ჩავაყენებთ ყველანაირი წესით - სახელმწიფო ქონების იჯარით ამღებ ან მყიდველ კომპანიებს, ყველას მიეცემა საშუალება, თუკი დაასაბუთებენ, რომ პანდემიამ ისინი დააზარალა, რომ მთავრობამ თითოეულზე იმსჯელოს, მიიღოს გადაწყვეტილება - გადაუვადოს გადასახადები, აპატიოს პირგასამტეხლოები, გადაუვადოს საიჯარო ქირა", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, სამინისტროში მიმართვის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ასეთი დღესდღეობით 109 მცირე და საშუალო კომპანიაა, რომელთაც საკმაოდ დიდი ოდენობის პირგასამტეხლოები დაუგროვდათ და ეს საკმაოდ დიდი დახმარება იქნება ბიზნესისთვის ამ რთულ პანდემიურ პერიოდში.

„სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ არის ინიცირებული  და უახლოეს პერიოდში პარლამენტს წარედგინება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics