19:41 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-17 11:55:27, 281 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა: ევროკავშირმა საქართველოს-ბულგარეთის-რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის საბორნე მიმოსვლის გააქტიურებაში მხარდაჭერა აღგვითქვა

საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოზე დავაყენეთ რამდენიმე საკითხი, რაზეც სრული მხარდაჭერა აღგვითქვეს, პირველ რიგში შავ ზღვაზე საქართველოს-ბულგარეთის-რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის სატრანსპორტო მიმოსვლის განვითარებაში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის განცხადებით, საბჭოზე კიდევ ერთხელ აღინიშნა, თუ რამდენად მაღალ პროგრესს მიაღწია საქართველომ ასოცირების შეთანხმებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ვალდებლებების შესრულებაში.

„დღეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები ჩატარდა ირაკლი ღარიბაშვილისა და საქართველოს დელეგაციის მონაწილეობით. მოგეხსენებათ, გაიმართა ასოცირების საბჭოს სხდომა, სადაც ჩვენ მოხსენებებით წარვდექით. ჩვენ დავაყენეთ რამდენიმე საკითხი, რაშიც სრული მხარდაჭერა აღგვითქვეს. პირველ რიგში, ეს არის ფიზიკური კავშირ-ურთიერთობების განვითარება შავ ზღვაზე, რაც დაგვაკავშირებს ჩვენს ევროპულ სახელმწიფოებთან. კონკრეტულად საუბარია შავ ზღვაზე სატრანსპორტო მიმოსვლის მეტად განვითარებაზე საქართველოს-ბულგარეთის-რუმინეთისა და უკრაინის პორტებს შორის", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, ეს არის საბორნე მიმოსვლის გააქტიურება იმ ფონზე, როცა ჩვენსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობა ძალიან სწრაფად ვითარდება.

„ევროკავშირი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი. თუმცა,  სატრანსპორტო მიმოსვლა ჩვენს პორტებს შორის არ არის რეგულარული და არ შეესაბამება იმ დინამიკას და იმ ტემპს, რაც ჩვენ გვჭირდება. ევროკავშირმა აღგვითქვა ამაში დახმარება, მათ შორის შესაბამისი სამოქმედო გეგმის მომზადებაში",  - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics