2021-03-16 21:34:26, 1776 ნახვა
ომი უკრაინაში
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 34 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ტესტირება 261 ადამიანს ჩაუტარდა, ხოლო კოვიდ - ცენტრებში 54 ინფიცირებული მკურნალობს, აქედან ცხრა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 13 121 შემთხვევა გამოვლინდა, 205 გარდაიცვალა, ხოლო 12 560 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,