19:41 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-16 21:02:00, 375 ნახვა

კომენტარი
კარლ ჰარცელი : შეთანხმება არის საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უნდა მოხდეს - ეს განავითარებს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას

„შეთანხმება არის საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უნდა მოხდეს - ეს განავითარებს დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას“, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ მხარეებს შორის ძალიან ღრმა უთანხმოებაა და ეს კომპრომისის მიღწევას ართულებს.

„თქვენ იცით, რომ პრეზიდენტ მიშელის ვიზიტი პირველ მარტს იყო მომენტი, როდესაც მან მიიღო გადაწყვეტილება, პირადად ჩართულიყო, რათა ეცადა, დახმარებოდა საქართველოში სხვადასხვა მხარეს, ეპოვათ წინსვლის გზა.

ამას მოჰყვა მისი სპეციალური წარმომადგენლის, ბატონი დანიელსონის ვიზიტი, რომელსაც მე თან ვახლდი ბრიუსელში ჩემს გამომგზავრებამდე. როგორც იცით, სპეციალური წარმომადგენელი ჯერ კიდევ თბილისშია და ცდილობს, იმუშაოს მხარეებთან.

თუმცა ჩვენ ჯერ არ გვაქვს გადაწყვეტილება, რაც, რა თქმა უნდა, იმ ფაქტის შედეგია, რომ ეს არის ძალიან ღრმა უთანხმოება. მე ამას ვგრძობ, რადგან დიდი ხანია, თითქმის ოთხი თვეა, ჩართული ვიყავი ფასილიტაციაში. ასე რომ, ეს პროცესი რთულია.

რა თქმა უნდა, კარგია, რომ ჩვენ ვხედავთ, მხარეები ჯერ კიდევ უჭერენ მხარს პროცესს. ასევე არის შეთანხმება იმ საკითხებზე, თუ რომელთა გადაწყვეტაც უნდა მოხდეს, რათა არა მხოლოდ გადაიჭრას კრიზისი, არამედ ასევე განვითარდეს დემოკრატია და კანონის უზენაესობა საქართველოში, რასაც მე ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნევ.

თუმცა, რა თქმა უნდა, ეს რთული საკითხებია. შეიძლება, აიწიოს დონემ, მაგრამ არ ნიშნავს, რომ კომპრომისის მიღწევა მარტივად მოხდება.

თუმცა მე ვიმედოვნებ, რომ პროცესისადმი მხარდაჭერა გაგრძელდება. რა თქმა უნდა, მხარეებს პასუხისმგებლობა ეკისრებათ გამოსავლის პოვნაზე, მე ვიმედოვნებ, რომ მუშაობის შედეგად შესაძლებელი იქნება მხარეებს შორის საერთო პოზიციების პოვნა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics