|
2021-03-16 10:42:48, 1129 ნახვა
მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოუწოდებს ქვეყნებს, არ შეაჩერონ AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მოსახლეობის აცრა არ შეაჩერონ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ვაქცინასა და სისხლში თრომბის წარმოქმნას შორის კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პრესსპიკერის, კრისტიან ლინდმაიერის განცხადებით, ორგანიზაცია განაგრძობს მოკვლევას და ფაქტების სრულყოფილად გაცნობის შემდეგ ინფორმაციას მაშინვე გაასაჯაროებს. ჯანმოს ვაქცინების უსაფრთხოების ექსპერტები ვაქცინასთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებენ. ამასთან, დღესვე შეხვედრა გაიმართება ევროპის მედიკამენტების სააგენტოშიც, დასკვნას კი ორგანიზაცია ხუთშაბათს წარადგენს. შეგახსენებთ, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენება ევროპის რამდენიმე ქვეყანამ იმის გამო შეაჩერა, რომ რამდენიმე ვაქცინირებულ პაციენტს თრომბი განუვითარდა. ამ დროისთვის ოფიციალურად არ დასტურდება, რომ ფატალური შემთხვევები ვაქცინით იყო გამოწვეული.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)