19:41 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-15 20:56:06, 351 ნახვა

კომენტარი
კახა კალაძე: ვფიქრობ, თბილისის მერიის ხელშეწყობა კიდევ უფრო მეტი სტიმული იქნება ახალგაზრდებისთვის, ისწავლონ და მიაღწიონ წარმატებას

თბილისის მერი კახა კალაძე სოციალურ ქსელში სტუდენტთა დახმარების სოციალურ პროგრამას კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და ახალგაზრდებს მოუწოდა, პროგრამის მოთხოვნებს გაეცნონ, დარეგისტრირდნენ და  მერიის დაფინანსებით ისარგებლონ.

კახა კალაძის განმარტებით, პროგრამა, როგორც ბაკალავრის, ისე სამაგისტრო მიმართულების დაფინანსებას ითვალისწინებს.

„სოციალურად დაუცველი, წარმატებული სტუდენტებისთვის ჩვენ წელს გავზარდეთ სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამის დაფინანსება, რათა ფინანსურად დავეხმაროთ და მხარდაჭერა გამოვუცხადოთ რაც შეიძლება მეტ სტუდენტს.  პროგრამაში შემოვიტანეთ გარკვეული ცვლილებები, რაც გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ სტუდენტების რაოდენობა გაორმაგდეს. წელს 2 000-მდე ახალგაზრდას ექნება საშუალება, ჩაერთოს ამ პროგრამაში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხელი შევუწყოთ იმ ოჯახებს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი თანადგომა. ყველა განხორციელებული ინვესტიცია, რაც ხმარდება ახალგაზრდებს, მათ განათლებას სამომავლოდ ისევ ჩვენს ქვეყანას დაუბრუნდება. ამიტომ, ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში, ახალგაზრდებს გვერდით დავუდგებით“, - აღნიშნა კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში.

თბილისის მერთან ერთად, სტუდენტთა დაფინანსების მნიშვნელობა, სტუდენტთა სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციარმა, ბაია სეხნიაშვილმა შეაჯამა.

„წელს პირველად მომეცა ამ პროგრამაში მონაწილეობის შესაძლებლობა და ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. ნიშნავს იმას, რომ მაქვს უფრო მეტი მოტივაცია, რომ წარმატებული სტუდენტი ვიყო. გპირდებით, უკან დაგიბრუნდებათ ის, რასაც ახლა აკეთებთ“, - განაცხადა ბაია სეხნიაშვილმა.

დედაქალაქის მერმა ასევე, მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამაზე ისაუბრა, რომელიც თბილისის მერიის ინიციატივით, დღეს ამოქმედდა. სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციების შედეგად შემუშავებული კრიტერიუმები, რომელსაც ობიექტები ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს, თბილისის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

„ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების კუთხით, კონკრეტული ნაბიჯი გადავდგით. ეს არის კაფეებისა და რესტორნების მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით განხორციელდება. პანდემიის პირობებში და რთულ ეკონომიკურ ვითარებაში, ზოგადად, ამ მიმართულებას ძალიან გაუჭირდა. ამ ბიზნესების უკან დგანან ადამიანები, ოჯახები, რომელთაც ჩვენი თანადგომა სჭირდებათ. მესმის, რომ ყველა პრობლემის მოსაგვარებლად შესაძლოა, ეს საკმარისი არ იყოს, თუმცა ამ რთული ვითარებიდან გამომდინარე და იმ პირობებში, რომ ვცდილობთ, ყველა მიმართულებას დავეხმაროთ,  2 მლნ ლარი გამოიძებნა, რათა მცირე და საშუალო სარესტორნო ბიზნესის თანადგომა მოხდეს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მოქალაქეს 10-დღიანი პატიმრობა შეეფარდა
ზაზა ფაჩულია რაჭაში სადმელი ჰესს ააშენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics