|
2021-03-15 17:30:18, 538 ნახვა
სამართალი
ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე შსს-ში მივიდნენ
„ტელეკომპანიას პირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე სავარაუდო ლიკვიდაციის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ადვოკატთან ერთად მივიდნენ. როგორც უწყებაში შესვლამდე ნოდარ მელაძემ განაცხადა, მათი როგორც გამომძიებელი ჟურნალისტების ლიკვიდაცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია. „ჩვენზე თავდასხმა და გამომძიებელი ჟურნალისტების განეიტრალება დღეს იმ საჯარო მუქარებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, შედის „ქართული ოცნების“ ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის ინტერესში. ჩვენ მუქარები მივიღეთ მათი ოჯახის უსაფრთხოების სამსახური მაღალჩინოსნის მხრიდან“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ. მედიასთან კომენტარი გააკეთა მაკა ჩიხლაძემაც, რომელმაც აღნიშნა, რომ აინტერესებს დაიკითხა თუ არა საქმის ფიგურანტი ლევან მამალაძე. „მართლა მაინტერესებს ლევან მამალაძე თუ დაკითხეს და რას ეყრდნობოდა ის, როდესაც ამ განცხადებას აკეთებდა, იმიტომ, რომ ჩვენი დაკითხვით რეალურად ბევრს ვერაფერს მიიღებენ“, - განაცხადა მაკა ჩიხლაძემ. შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება „იმედის" ეთერში ლევან მამალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის ლიკვიდაცია იგეგმებოდა, სადაც მონაწილეობდა საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილიც.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)