|
2021-03-15 13:52:01, 369 ნახვა
სამართალი
სამი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობის ფაქტზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ
წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობის ფაქტზე დაკავებულ ორ პირს ბრალი წარედგინათ. ამის შესახებ განცხადებას გენერალური პროკურატურა ავრცელებს. „საქართველოს პროკურატურამ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სამი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ფაქტზე, ბ.წ.-ს და მ.წ. -ს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბ.წ.-მ და მ.წ-მ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეები და-ძმა - ა.გ. და ა.გ. 2015 წელს, ხოლო ჰ.კ. 2016 წელს კარგი სამუშაო პირობების და ანაზღაურების დაპირებით, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოში საკუთარი ტრანსპორტით ჩამოიყვანეს. სამივე პირი ნინოწმინდის რაიონის სოფელ ეფრემოვკაში, მათ საკუთრებაში არსებულ საქონლის ფერმაში მიიყვანეს და მუქარით და იძულებით 2021 წლის 9 მარტამდე შრომით ექსპლუატაციას უწევდნენ. ბ.წ. და მ.წ. დაზარალებულებს გაუსაძლის, მონობის თანამედროვე პირობებში ამყოფებდნენ, დასვენების დღეების გარეშე ამუშავებდნენ და ანაზღაურებას არ აძლევდნენ, უზღუდავდნენ თავისუფალ გადაადგილებას და მუდმივად აკონტროლებდნენ. ასევე, ბრალდებულებმა ჰ.კ.-ს პიროვნების საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ჩამოართვეს და მასზე ფიზიკურ ძალადობას ახორციელებდნენ. სამართალდამცველებმა ბ.წ. და მ.წ. 2021 წლის 13 მარტს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის „ბ და ე" ქვეპუნქტებით (ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი), ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარუდგინეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდების მხარემ ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, ახალციხის რაიონულ სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)