|
2021-03-15 13:38:41, 439 ნახვა
სამართალი
ნოდარ მელაძესა და მაკა ჩიხლაძეს დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხავენ
„ტვ პირველის“ ჟურნალისტები ნოდარ მელაძე და მაკა ჩიხლაძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროში არიან დაბარებული. ნოდარ მელაძის განცხადებით, საგამოძიებო უწყებაში ორივე ჟურნალისტს სიცოცხლის სავარაუდო ხელყოფის საქმეზე გამოკითხავენ. „დღეს მე და ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე ვართ დაბარებული შინაგან საქმეთა სამინისტროში. საქმე ეხება ჩვენი სიცოცხლის სავარაუდო მოსპობის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას. მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ თემაზე ინფორმაცია მოგვაწოდა გონივრული ვადა არის გასული. დღეს რომ მივალ პირველი კითხვა რაც მექნება, მაინტერესებს რა გამოიძიეს, რა დაადგინეს და ვისგან მომდინარეობდა საფრთხეები. იცით, რომ შაბათის საგამოძიებო რეპორტაჟის მეორე ნაწილის ეთერში გასვლის შემდეგ უკვე ჩვენი და პირადად ჩემი ოჯახის წევრებზე წამოვიდა ღია მუქარა კონკრეტული ადამიანების მხრიდან. ეს არის ბერა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახური. იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ თემაზე უკვე აქვს მოპოვებული მასალები და ალბათ, დაკითხვების სერიაც ექნებათ დაწყებული“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ. ჟურნალისტები საგამოძიებო უწყებაში 16:30 საათზე არიან დაბარებულები. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 11 მარტს, „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტების, ნოდარ მელაძისა და მაკა ჩიხლაძის განზრახ მკვლელობის მომზადების მუხლით გამოძიება დაიწყო (სსკ-ის 18-109-ე).
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)