|
2021-03-15 13:03:46, 468 ნახვა
ეკონომიკა
საქართველო „ახალი კომპიუტერიზირებული სატრანზიტო სისტემის“ პროექტის განხორციელებას იწყებს
„ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების“ (DCFTA) ფარგლებით განსაზღვრული ვალდებულებების იმპლემენტაციის მიზნით, ევროკავშირის დელეგაციის, ვაჭრობისა და განვითარების შესახებ გაეროს კონფერენციის (UNCTAD), ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და სატრანსპორტო სექტორის წარმომადგენლების მონაწილეობით, გაიმართა ონლაინ შეხვედრა, რომელიც გახსნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა. DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ - „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ" (CTC) და „ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის" (SAD) კონვენციებთან მიერთებისა და "ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის" "NCTS" იმპლემენტაციის მიზნით, იწყება ახალი პროექტი. პროექტის ფარგლებში, გაფორმდა ხელშეკრულება ევროკავშირსა და „გაეროს კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების შესახებ (UNCTAD)" შორის. ხელშეკრულების მიზანია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ბიუჯეტია 1,000,000 ევრო, ხოლო ხანგრძლივობა 24 თვე. პროექტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება, საქართველოს საბაჟოზე წარდგენილი ერთი სატრანზიტო დეკლარაციითა და ერთი გარანტიით განხორციელდეს ტვირთის გადაზიდვა ევროკავშირისა და საერთო ტრანზიტის კონვენციის წევრ სხვა ქვეყნებში, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობებს და ხელს შეუწყობს ტვირთის/საქონლის უსაფრთხო, შეუფერხებელ და სწრაფ გადაადგილებას საზღვარზე.
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მოსკოვს პუტინის მონაწილეობით გამართული სამიტის დღეს შეუტიეს
დიდი ბრიტანეთი ევროკავშირთან თავისუფალი გადაადგილების შესაძლო აღდგენაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)