|
2021-03-13 14:30:59, 1336 ნახვა
მსოფლიო
ბოლივიის ყოფილი პრეზიდენტი და რამდენიმე მინისტრი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით დააკავეს
ბოლივიის ყოფილი დროებითი პრეზიდენტი ჟანინ ჩეზი და რამდენიმე ყოფილი მინისტრი დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. როგორც ბოლივიის პროკურატურა აცხადებს, დაკავებულებმა 2019 წელს იმდროინდელი პრეზიდენტის ევო მორალესის წინააღმდეგ გადატრიალებაში მონაწილეობა მიიღეს. საპროტესტო მსვლელობების შედეგ მორალესი, რომელსაც არჩევნების გაყალბებაში სდებდნენ ბრალს, გადადგა და ქვეყნიდან გაიქცა. მორალესის გადადგომის შემდეგ დროებითი პრეზიდენტი ჟანინ ჩეზი გახდა. როგორც „ბიბისი“ წერს, გასულ წელს, ოქტომბერში გამართულ საპრეზიდენტო და კონგრესის არჩევნებში „სოციალისტურმა პარტიამ“ გაიმარჯვა, რის შემდეგაც მორალესი ქვეყანაში დაბრუნდა და პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა დაიკავა. მედიასთან კომენტარი გააკეთა, გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულმა ჟანინ ჩეზიმ და აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური ვენდეტის მსხვერპლია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჟანინ ჩეზი დღეს გამთენიისას დააკავეს.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)