09:34 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-13 10:05:32, 661 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე საერთაშორისო სტანდარტის SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემა ინერგება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო აქტიურად მუშაობს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.

„დაცული ტერიტორიების მართვისა და რეინჯერთა პატრულირების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შეიქმნა სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა, სადაც თავს მოიყრის ბიომრავალფეროვნების აღრიცხვისა და დაცულ ტერიტორიებზე კანონაღსრულებასთან დაკავშირებული საკითხების ერთიანი მონაცემები. დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს გადაეცათ SMART მოწყობილობები, სადაც ინტეგრირებულია აღნიშნული აპლიკაცია. ახალი SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის დანერგვა უფრო მეტად ოპერატიულს და ეფექტიანს გახდის რეინჯერთა პატრულირებას და, შესაბამისად, დაცული ტერიტორიების მართვას”, - განაცხადა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ, ვალერიან მჭედლიძემ.

SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის დანერგვა დაცულ ტერიტორიებზე გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF), გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და კავკასიის ბუნების ფონდის (CNF) ფინანსური მხარდაჭერით, „დაცული ტერიტორიების სისტემის ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა’’ პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ინიციატივის პარტნიორია ფონდი „Global Conservation”.

SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის პილოტირება დაცულ ტერიტორიებზე 2019 წლიდან დაიწყო. რეინჯერებისთვის შესაბამისი ტრენინგები სახეობათა ცენტრის „ნაკრესი“ მხარდაჭერით ტარდება. სისტემის დანერგვა საქართველოს ყველა დაცულ ტერიტორიაზე მოხდება. ამ ეტაპზე SMART  პატრულირება განხორციელდება  ბორჯომ-ხარაგაულის, ლაგოდეხის, მტირალას, კინტრიშის და მაჭახელას დაცულ ტერიტორიებზე 118 რეინჯერის მიერ. აღნიშნულ პარკებს 2021 წლის ბოლომდე შეუერთდებიან თუშეთის, ყაზბეგის, ალგეთის და ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების 98 რეინჯერი. მიმდინარე წლის ბოლოსთვის დაცული ტერიტორიების 80% აღჭურვილი იქნება SMART მონიტორინგისა და პატრულირების სისტემის მოწყობილობებით. 

“UNDP-სთვის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს საქართველოს უნიკალური ბუნების დაცვა და მართვის გაუმჯობესება, რაშიც ჩვენ აქტიურად ვეხმარებით დაცული ტერიტორიების სააგენტოს. ახალი SMART ტექნოლოგიები ხელს შეუწყობს დაცვისა და მართვის თანამედროვე სისტემების დანერგვას და საბოლოოდ ის უზრუნველყოფს არა მარტო ჩვენი უნიკალური ბუნების დაცვას, არამედ ტურიზმის განვითარებას და შემოსავლების ზრდას.“ - განაცხადა გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივმა წარმომადგენელმა, ლუიზა ვინტონმა.

აღსანიშნავია, რომ გაეროს განვითარების პროგრამის მმართველობის რეფორმის ფონდის (GRF) მხარდაჭერით, დაცული ტერიტორიების სააგენტოს 20-ვე ადმინისტრაციის რეინჯერებმა გაიარეს პირველადი სამედიცინო დახმარების კურსები. ყველა დაცული ტერიტორია აღიჭურვა პირველადი სამედიცინო დახმარების ყუთებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“ გაცემული ₾7 მლნ-ის პრემია არ არის სათანადოდ დასაბუთებული - აუდიტი
ლელო: რეჟიმი ცდილობს ბიზნესის ხმა ჩაახშოს, ჩვენ ამ ხმას გავაძლიერებთ
თეთრი სახლი: აშშ ირანის მხრიდან გარკვეულ პროგრესს აღნიშნავს
დღეს ილია II-ის გარდაცვალებიდან 40 დღე სრულდება - სიონის ტაძარში წირვას აღავლენენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics