04:52 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 18:35:49, 1002 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ პოლონელი ექსპერტი დააჯილდოვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ირაკლი ჭიჭინაძემ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) სამხედრო პოლიციის ინიციატივის პოლონელ ხელმძღვანელს მედალი „ღირსეული პარტნიორი“ გადასცა.

პოლკოვნიკმა პიოტრ პავლიცამ უწყებრივი ჯილდო ქართული მხარისთვის ოთხი წლის განმავლობაში გაწეული დახმარებისთვის მიიღო. პოლონელმა ექსპერტმა SNGP-ის სამხედრო პოლიციის ინიციატივის განხორციელებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია პოლონეთის მხარდაჭერა ნატოს მრავალეროვნულ სამხედრო პოლიციის ბატალიონსა (NMMPB) და ქართულ მხარეს შორის პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმების მიმართულებით, რომელსაც ხელი 2020 წელს მოეწერა. 

ხელშეკრულების საფუძველზე, 2021 წლის ბოლომდე საქართველოს სამხედრო პოლიციის ოცეული NMMPB-ის სრულუფლებიანი წევრი გახდება. ასევე, ხაზგასმით აღინიშნა პოლონეთის მხარის კონტრიბუცია სამხედრო პოლიციის შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით სპეციალიზირებული ტრენინგების უზრუნველყოფასა და ნატოს ნდობის ფონდის (NATO Defence Capacity Building Trust Fund) ფარგლებში შესაბამისი აღჭურვილობის გადმოცემაში.

პოლონელი ექსპერტის დაჯილდოების ცერემონიალს პოლონეთის სამხედრო ატაშე, ნატოს ძირითადი ჯგუფის ხელმძღვანელი, SNGP-ის ინიციატივის ლიდერები და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები დაესწრნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics