11:37 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 15:22:42, 1698 ნახვა

ომი უკრაინაში
„იუნისეფის“ ინფორმაციით, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება

საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწყება, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოში „იუნისეფის“ წარმომადგენლობა ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მომდევნო კვირების განმავლობაში შემოვა ვაქცინის დამატებით 129,600 დოზა.

„ქვეყანაში კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი წლის თავზე, საქართველო COVAX პლატფორმის საშუალებით მიიღებს AstraZeneca / Oxford ვაქცინის პირველ პარტიას 43 200 დოზით, რომელიც დამზადებულია AstraZeneca-SKBio (კორეის რესპუბლიკა) მიერ. გაეროს ბავშვთა ფონდი ეხმარება საქართველოს მთავრობას ამ ვაქცინების შეძენაში, რომლებიც 13 მარტს ჩამოვა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში.

შაბათ-კვირის განმავლობაში ვაქცინები მთავრობის მიერ გადანაწილდება ყველა რაიონში. ვაქცინაციის პროცესის დაწყება დაგეგმილია 15 მარტიდან. ვაქცინების ადმინისტრირება დაიწყება მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით, რომელთა შორის, პირველები სამედიცინო მუშაკები არიან. 43 200 ვაქცინა სრულად იქნება გამოყენებული პირველი დოზებისთვის. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება ინფორმაციას, რომ ვაქცინის დამატებითი 86,400 დოზა ქვეყანაში აპრილში ჩამოვა, ხოლო ინექციებს შორის რეკომენდებული ინტერვალი 8-დან 12 კვირამდეა.

ჯამში, უახლოეს კვირებში საქართველო მიიღებს AstraZeneca-ს ვაქცინის 129,600 დოზას. გაეროს ბავშვთა ფონდმა საქართველოს მთავრობისგან ასევე მიიღო თხოვნა, დაეხმაროს Pfizer-BioNTech ვაქცინის შეძენაში. შედეგად, ვაქცინების ჩამოტანა მოსალოდნელია მარტის თვის ბოლოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
პენტაგონი ჰეგსეთის „ლოცვის“ „Pulp Fiction“-დან რომელიც ბიბლიაში არ არსებობს ახსნა შეეცადა
აშშ-მ რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციები კიდევ ერთი თვით შეამსუბუქა, მიუხედავად იმისა, რომ თქვა სანქციებს არ შეამსუბუქებდა
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics