|
2021-03-12 13:34:39, 485 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ვაჭრობა 4%-ით გაიზარდა
„გლობალური პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად, ჩვენს ორ ქვეყანას გვაქვს ძალიან კარგი მომავალი იმისა, რომ გავზარდოთ არა მხოლოდ ვაჭრობა, არამედ საინვესტიციო შესაძლებლობებიც. შარშან ჩვენი საგარეო ვაჭრობის შემცირების მიუხედავად, საქართველოსა და უნგრეთს შორის ორმხრივი ვაჭრობა 4 პროცენტით გაიზარდა. მათ შორის, დადებითი დინამიკა დაფიქსირდა როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის შემთხვევაში," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრ პიტერ სიიარტოსთან შეხვედრის შემდეგ. უნგრეთის დელეგაცია, რომელსაც პიტერ სიიარტო ხელმძღვანელობს, საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. შეხვედრაზე მინისტრებმა ასევე განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ტრანსპორტისა და ტურიზმის სფეროებში. აღინიშნა, რომ უნგრეთის ავიაკომპანია „ვიზეარი" საქართველოს ავიაბაზარზე არსებული უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა. ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოსთან მიმართებაში „ვიზეარის" გეგმები ცნობილია და ისინი რეგულარულ ფრენებს მალე აღადგენენ. შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები გენადი არველაძე და გურამ გურამიშვილი, აგრეთვე საქართველოს ელჩი უნგრეთში ზაალ გოგსაძე და უნგრეთის ელჩი საქართველოში ვიქტორია ჰორვატი.
უშაკოვმა პუტინის ვიტკოფთან და კუშნერთან მოლაპარაკებების შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
პუტინმა უიტკოფს აცნობა, რომ შუაღამის შემდეგ კიევზე არანაირი დარტყმა არ განუხორციელებია
მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა საქართველოში გერმანიის ახლადდანიშნულ ელჩთან
სოჭზე დრონებით შეტევის შემდეგ აფხაზეთში საკვების შესაძლო დეფიციტზე საუბრობენ
|
რედაქტორის რჩევით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
გებელსიადა ComCom-ში საბჭოთა ცენზურის დაცვით
ომი უკრაინაში
შეიარაღებული ძალები: რუსებმა რაკეტებითა და დრონებით შეუტიეს - დარტყმები 23 ადგილას განხორციელდა
უკრაინელმა სამხედროებმა 5-დან 8 სექტემბრამდე ცეცხლის შეწყვეტის ბრძანება მიიღეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)