2021-03-12 11:09:00, 1806 ნახვა
ომი უკრაინაში
სომხეთში კორონავირუსის 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 4 პაციენტი
სომხეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გარდა ამისა, გასულ დღე-ღამეში, ვირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სომხეთში კორონავირუსის 177 104 შემთხვევაა დადასტურებული, 165 718 პირი გამოჯანმრთელდა, 3 243 ადამიანი კი გარდაიცვალა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან