|
2021-03-11 18:14:31, 731 ნახვა
მსოფლიო
თურქეთში სამოგზაუროდ ელექტრონული ანკეტის შევსება სავალდებულო ხდება
თურქეთში სამოგზაუროთ ელექტრონული ანკეტის შევსება სავალდებულო იქნება. შესაბამის სარეგისტრაციო ფორმას, რომელიც 15 მარტიდან ამოქმედდება, რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ანკეტაში მოგზაურის შესახებ რამდენიმე მონაცემი იქნება ასახული, მათ შორის სახელი, გვარი, ეროვნება, პასპორტის და ტელეფონის ნომრები, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართი. სპეციალური ფორმის შევსება მოგზაურობის მსურველებს გამგზავრებამდე 72 საათით ადრე მოუწევთ. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თურქეთის საზღვრის კვეთამდე მესაზღვრეები გადაამოწმებენ, შევსებული აქვს თუ არა მგზავრს ანკეტა. იმ შემთხვევაში, თუ ის არ იქნება შევსებული ან მოქალაქეს ექნება შეტანილი მცდარი ინფორმაცია, შესაძლოა მას ადმინისტრაციული სანქციები დაეკისროს. ამასთან, თურქული მხარის ინფორმაციით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ფარგლებში, სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით თურქეთის ტერიტორიაზე შემომავალი უცხო ქვეყნების მოქალაქეების მიერ ბოლო 72 საათის განმავლობაში გაკეთებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის ვალდებულება გაგრძელდება 2021 წლის 15 აპრილამდე.
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)