11:58 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 14:52:08, 793 ნახვა

სამართალი
პროკურატურა - გამოძიების მიზანია, სწრაფად განხორციელდეს „ტვ პირველის“ ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება და მათი ავთენტურობის დადგენა

გამოძიების მიზანია სწრაფად განხორციელდეს ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები მათი ავთენტურობის დადგენის მიზნით, - ამის შესახებ„ექსპრესნიუსს“ გენერალურ პროკურატურაში „ტვ პირველიდან“ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზე განუცხადეს.

მათივე ცნობით, ტელეკომპანიის პოზიცია, რომ საგამოძიებო ორგანოს ეთერში გასული ჩანაწერები არ მოუთხოვია, სასამართლოს განჩინების არასწორ ინტერპრეტაციას წარმოადგენს.

„მიმდინარე წლის 9 მარტს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე,  რომელიც ეფუძნებოდა „TV პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შინაარსს, თბილისის საქალაქო სასამართლოდან მიღებული იქნა განჩინება „TV პირველიდან“ იმ ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღებაზე, რომელზეც დატანილი უნდა ყოფილიყო 6 მარტს „ნოდარ მელაძის შაბათის“ რეპორტაჟში გამოყენებული კერძო საუბრების ამსახველი ჩანაწერები. აღნიშნული განჩინება ტელეკომპანიას შესასრულებლად  გაეგზავნა 10 მარტს, ფოსტის საშუალებით.

გამოძიების მიზანია სწრაფად განხორციელდეს ტელეკომპანიის ეთერში გასული ფარული ჩანაწერების მოპოვება/მიღება, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ექსპერტიზები მათი ავთენტურობის დადგენის მიზნით და ჩატარდეს სხვა საჭირო საგამოძიებო, საპროცესო მოქმედებები.

ტელეკომპანიის დღეს გაჟღერებული პოზიცია, რომ საგამოძიებო ორგანოს ეთერში გასული ჩანაწერები არ მოუთხოვია წარმოადგენს სასამართლოს განჩინების არასწორ ინტერპრეტაციას, რაც აჭიანურებს გამოძიების მიერ დაგეგმილი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას.

განვარტავთ, რომ ელექტრონული ინფორმაცია, მათ შორის აუდიო ფაილები შეიძლება დატანილი იყოს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობაში, როგორიცაა ტელეფონი, ელ.დისკი, კომპიუტერი, გარე მყარი დისკი და ა.შ. და კომუნიკაციის მხარეს შეიძლება გადაეცეს ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობით.

საქართველოს პროკურატურა იმედს იტოვებს, რომ ტელეკომპანია ,,TV პირველი“ ითანამშრომლებს გამოძიებასთან, რათა ხელი არ შეგვეშალოს სწრაფი და ეფექტური გამოძიების უზრუნველყოფაში. იმედი გვაქვს, ტვ1  მოგვაწვდის მათთვის წყაროს მიერ გადაცემულ აუდიო ფაილებს იმ ელექტრონულ მოწყობილობასთან ერთად, რომლითაც მათ ეს ფარული ჩანაწერები მიეწოდათ“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში“, - აცხადებენ პროკურატურაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება
ნატო უარყოფს ესპანეთის წევრობის შეჩერებას აშშ-ის მუქარის შემდეგ
რუსმა მდიდარმა პირებმა ახალ ზელანდიაში ბუნკერების ყიდვა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics