2021-03-07 19:02:08, 1078 ნახვა
მსოფლიო
ჯო ბაიდენმა ირანს სანქციები კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ირანს სანქციები კიდევ ერთი წლით გაუხანგრძლივა.
ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პრეზიდეტნმა ბრძანებას ხელი უკვე მოაწერა.
„ირანის ხელისუფლების ქმედებები – რაკეტებისა და სხვა ასიმეტრიული საბრძოლო იარაღის მომარაგებისა და განვითარების ჩათვლით, მათი რეგიონული აგრესიის კამპანია, მხარდაჭერა ტერორისტული ჯგუფების მიმართ და რევოლუციის გუშაგთა არმიის, მათივე სუროგატების ჩათვლით, მავნებელი ქმედებები – კვლავ ექსტრაორდინალურ საფრთხეს უქმნის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკას, ეკონომიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას“, – ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ პირველად ირანს საქნციები 1995 წლის 15 მარტს, ბილ კლინტონის ბრძანებით დაეწესა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,