2021-03-05 12:38:10, 1481 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსეთში კორონავირუსის 11 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 462 პაციენტი
რუსეთში კორონავირუსის 11 024 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 462 პაციენტი.
აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ქვეყნის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით 4 301 159 ადამიანია დაინფიცირებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 3 885 321 პირი, ლეტალურ შემთხვევათა რიცხვი კი, 88 ათასს აჭარბებს.
რუსეთი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, მსოფლიოში მეხუთე ადგილზეა
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან