00:22 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-30 16:17:48, 361 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს გენრალური მდივნის მოადგილეს, ალექსანდრ ვერშბოუს შეხვდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა მედიისთვის განცხადებები გააკეთეს.

მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული მხარდაჭერა  იმ კურსის მიმართ, რომელსაც  საქართველო ახორციელებს. პრეზიდენტის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანს, იმ დღის წესრიგს, რომელსაც საქართველო უელსის სამიტის გადაწყვეტილებების კონტექსტში ახორციელებს, რეგიონში არსებულ ვითარებასა და  უკრაინაში კონფლიქტს. 

"მინდა გამოვხატო სრული მხარდაჭერა იმ ერთობლივი კურსის მიმართ, რომელსაც საქართველო ახორციელებს როგორც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის მოკავშირე და მომავალი წევრი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ნატოზე,  მინდა კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა იმ  კაცებსა და ქალებს, ქართველებს, ნატო-ს წევრი ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებიც ერთად იცავენ გლობალურ უსაფრთხოებას და ქედი მოვიხარო იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი მიზნებისთვის. ვისაუბრეთ კონკრეტული დღის წესრიგის შესახებ, რომელსაც საქართველო ახორციელებს უელსის სამიტის შემდეგ.   ვისაუბრეთ იმ ისტორიული არჩევანის შესახებ, იმ ევროატლანტიკური არჩევანის შესახებ, რომელშიც, ბუნებრივია, მნიშვნელოვან კომპონენტს შეადგენს ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარება. ვისაუბრეთ იმ ერთიანი დღის წერიგის შესახებ, რომელსაც საქართველო ავითარებს, როგორც უელსის სამიტის გადაწყვეტილებების კონტექსტში, რაც ამ მიმართულებით არის მიღებული, ასევე ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისა და მისი იმპლემენტაციის კონტექსტში.შევეხეთ რეგიონში სტაბილურობას, იმ სირთულეებს, რასაც იწვევს დაძაბულობა და კონფლიქტი უკრიანაში, იმ სირთულეებს, რაც გამოიწვია ხელშეკრულების დადებამ ე.წ. აფხაზეთისა და ოსეთის მიმართულებით, რუსეთის ფედერაციის მიერ და იმ პოზიტიურ როლზე, რომელიც საქართველოს აქვს აღებული რეგიონში, როგორც ქვეყანას, რომელიც ავითარებს სტაბილურობას, თანამშრომლობას და იმ როლზე, რომელსაც ჩვენ ვავითარებთ გლობალურად რეგიონის მშვიდობიანი  განვითარების მიმართულებით.მადლობა ბატონ ვერშბოუს ამ ვიზიტისთვის და იმ შინაარსობრივი დღის წესრიგისთვის, რომელიც იქნა განხილული საქართველოს მთავრობასთან პარლამენტთან და იმ მომავალი ნაბიჯებისთვის, რომლებსაც ჩვენ ერთად გადავდგამთ",-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics