03:42 - 28 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-04 12:24:16, 580 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ველური ვაზის დაცვის მიზნით, 70 ფორმა უკვე მოძიებულია

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ღვინის ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით, აგრძელებს პროექტს „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“. სამწლიანი პროექტის მიზანი ველური ვაზის ფორმების შესწავლა, გავრცელების თანამედროვე გეოგრაფიის დადგენა და დაცვაა.

პროექტის ხელმძღვანელმა, დავით მაღრაძემ ორწლიანი მუშაობის შედეგები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის თანამშრომლებს, კავკასიის და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტების მევენახეობა-მეღვინეობის ფაკულტეტის სტუდენტებს და დარგის სპეციალისტებს, ონლაინ შეხვედრაზე გააცნო. როგორც პროექტის ხელმძღვანელმა აღნიშნა, უკვე მოძიებულია ველური ვაზის 70 ფორმა. მიმდინარეობს ველური ვაზის გენეტიკური კვლევა, მისი ადგილის განსაზღვრა მსოფლიო მევენახეობის სფეროში, ასევე, ვაზის კულტურულ ჯიშებთან სიახლოვის დადგენა. პარალელურად, მეცნიერები ველური ვაზისგან დაყენებული ღვინის ენო-კარპოლოგიურ მონაცემებს სწავლობენ, საკონტოლოდ კი, საფერავი და კაბერნე სოვინიონი აქვთ აღებული.

აღსანიშნავია, რომ ველური ვაზი საქართველოს ფლორის ტიპური მცენარეა და წარსულში მთელს ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული. 1982 წელს, ის საქართველოს წითელ წიგნში იყო შეტანილი. საქართველოს კანონი „ვაზის და ღვინის შესახებ“ ხაზს უსვამს საქართველოს ველური ვაზის მნიშვნელობას და მას, ვაზის ქართულს ჯიშებთან ერთად, „ეროვნულ სიმდიდრედ“ მიიჩნევს.

პროექტი „საქართველოს ველური ვაზის შესწავლა და დაცვა“ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფუნდამენტური კვლევების გრანტის ფარგლებში ხორციელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics