2021-03-01 17:43:35, 589 ნახვა
სამართალი
მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს
შიდა ქართლში მოსწავლის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მასწავლებელი დააკავეს.
„ექსპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან გულისხმობს.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან