|
2021-03-01 12:29:17, 612 ნახვა
სამართალი
პროკურორი - დაცვის მხარეს ეჭვი აღარ ეპარება, რომ შაქარაშვილის მკვლელობა ხუთივე ბრალდებულმა ჩაიდინა
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, დაცვის მხარეს ეჭვი აღარ ეპარება, რომ შაქარაშვილის მკვლელობა ხუთივე ბრალდებულის მიერაა ჩადენილი. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ბრალდებულებმა საბოლოო სიტყვის უფლებით არ ისარგებლეს და ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. „წინა პროცესზე ბრალდების მხარემ დაასრულა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა და კიდევ ერთხელ, სასამართლოში ხაზი გაუსვა იმას, რომ ხუთივე ბრალდებულის მიერაა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა ჩადენილი და ამაში ჩემი აზრით, ეჭვი დაცვის მხარესაც აღარ ეპარება. არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი მთელი ამ პროცესების განმავლობაში აპელირებდნენ, რომ თითქოს, „გუგლმეფში“ დამახსოვრებული იყო გადაადგილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია და თურმე, გამოძიებამ ეს ინფორმაცია წაშალა. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არცერთ მათგანს მომხდარი ფაქტის დროს არ ჰქონდა ჩართული ინტერნეტი. რაც შეეხება ბრალდებულების საბოლოო სიტყვას, მათ სასამართლოში ჩვენება არ მისცეს, რადგან როგორც ნიკა რევაზიშვილის შემთხვევაში, აირეოდნენ და სასამართლომდე ელემენტარულ სათქმელს ვერ მიიტანდნენ. მათ ურჩევნიათ, ჩვენება მისცენ იმ პირობებში, როცა კითხვა არ დაისმება და ამ პირობებში უფრო მეტი ტყუილის თქმას შეძლებენ სასამართლოში. თუმცა, მათი ყველა ტყუილი უკვე გამოკვეთილია და არავინ არ დაიჯერებს იმ ზღაპრებს, რასაც დაცვის მხარე ჰყვება“, - განაცხადა დავით ყაზარაშვილმა. ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ხუთი პირია ბრალდებული. მცხეთის რაიონული სასამართლო საბოლოო განაჩენს მიმდინარე კვირაში გამოაცხადებს.
მელანია ტრამპმა რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის შეწყვეტის ზონის გაფართოება გამოაცხადა
ეგზიტპოლი: ნეთანიაჰუს პარტია „ლიკუდი“ისრაელის არჩევნებში ლიდერობს, თუმცა მის ბლოკს აბსოლუტური უმრავლესობა არ გააჩნია
თურქეთმა პოლონეთში, Starlink-ის სადგურზე მომხდარი ცეცხლის წაკიდების საქმეზე 85 ადამიანი დააკავა
გერმანელების თითქმის 90% თვლის, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება ქვეყნის პრობლემებს
|
რედაქტორის რჩევით
აშშ-ის ბინძური საარჩევნო რბოლა:შეურაცხყოფა და დამცირება, რა ხდება არჩევნებამდე
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)