|
2015-10-07 16:29:49, 2823 ნახვა
რეგიონი
ხელვაჩაურში 7 ახალი საბავშვო ბაღი შენდება
მომავალი წლიდან ხელვაჩაურის მინიციპალიტეტში კიდევ შვიდი ახალი საბავშვო ბაღი დაიწყებს ფუნქციონირებას. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ბაღები იმ სოფლებში შენდება, სადაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ამ დრომდე არ ყოფილა. დღეს აჭარის მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა კახა შაშიკაძემ ხელვაჩაურის გამგებელთან ნადიმ ვარშანიძესთან ერთად ორ სოფელში, ფერიასა და მახინჯაურში მშენებარე საბავშო ბაღები მოინახულეს. „სოფელ მახინჯაურში 120 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი შენდება, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 577 000 ლარია გამოყოფილი. სოფელ ფერიის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის კი 526 899 ლარი. ორივე ობიექტზე სამუშაოებს შ.პ.ს . „ლარგო“ აწარმოებს. მშენებლობებზე, რომელიც მიმდინარე წლის მარტის თვეში დაიწყო დასაქმებული არიან ადგილობრივები. მშენებლობის დასრულების შემდე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში განთავსდება საჭირო ინვენტარი, ასევე ბაღი უზრუნველყოფილი იქნება სახელმძღვანელოებით და სათამაშოებით. მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების სრულად კეთილმოწყობის შემდეგ სხვადასხვა პოზიციაზე ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდება. ობიექტი ექსპლოატაციაში მომავალი წლის გაზაფხულზე შევა. 2015 წელს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ერთდროულად მიმდინარეობს 7 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-მშენებლობა. მათ შორის ყველაზე დიდია სოფელ ახალსოფელში მშენებარე საბავშვო ბაღი, რომელიც 180 ბავშვზეა გათვლილი“, - ნათქვამია აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
ვოლსკი ღარიბაშვილის განცხადებას უბადრუკ წერილს უწოდებს
19-21 აგვისტოს საქართველოში, სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)