|
2015-10-07 16:21:16, 2841 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდში, ონარიის დასახლებაში მრავალბინიანი სახლების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭითაწყარის კერძოდ, ონარიის დასახლებაში მრავალბინიანი სახლების სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ზუგდიდის გამგეობის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებით ამორტიზირებულ სახლებს შეეცვლებათ სახურავები, მოხდება ავარიული აივნების დემონტაჟი და ხის აივნები რკინის, თანამედროვე ტიპის მოაჯირებით შეიცვლება, ამასთანავე შეილესება და გალამაზდება ფასადი. ამ ეტაპზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 საერთო საცხოვრებელ სახლს უტარდება. ონარიის დასახლებაში მოწესრიგდა წყალმომარაგების სისტემადა მოეწყო რამდენიმე ერთეული ჭაბურღილი. მიმდინარე თვის ბოლოდან საერთო საცხოვრებლის მოსახლეობა განახლებულ კორპუსებში იცხოვრებს. ონარიის დასახლებაში საერეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონალური განვითარების ფონდის მიერ ხორციელდება.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)