2021-02-22 12:00:15, 1810 ნახვა
ომი უკრაინაში
სომხეთში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
სომხეთში გასულ დღე-ღამეში კორონავირუსის 104 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 3 ადამიანი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
მათივე მონაცემებით, ვირუსის გავრცელებიდან დღემდე ქვეყანაში კორონავირუსით სულ 170 506 დაინფიცირდა. მათგან 162 098 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, მათი რიცხვი 3 167-ს შეადგენს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,