2021-02-22 08:49:52, 467 ნახვა
სამართალი
2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების სარჩელების განხილვა იწყება
თბილისის საქალაქო სასამართლო 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაზარალებული პირების სარჩელების განხილვას იწყებს.
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ პროცესი 16:00 საათზე დაიწყება.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად 30-მდე დაზარალებულის ინტერესებს იცავს როგორც საგამოძიებო უწყებაში, ისე - სასამართლოში. დაზარალებულთა შორის არიან ჟურნალისტები და ოპერატორები, ასევე უშუალოდ აქციის მონაწილეები და აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე შემთხვევითი გამვლელები“, - აცხადებენ საია-ში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან