15:52 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-20 16:58:13, 527 ნახვა

ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: მიუხედავად სირთულეებისა, ამ ეტაპისთვის ჩვენ შევინარჩუნეთ საკრედიტო რეიტინგები

დღეს, ხუთი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა გლობალური პანდემიის გამო ეკონომიკაზე მიყენებულ ზიანზე და აღნიშნა, რომ პანდემიის ეფექტებიდან გამომდინარე, მხოლოდ 2020 წელს, საქართველოს ეკონომიკამ 4,0 მილიარდი ლარი დაკარგა, ხოლო 2020-2021 წლებში, ჯამური დანაკარგი 8,5 მილიარდი ლარი იქნება.

„მიუხედავად სირთულეებისა, ამ ეტაპისთვის, ჩვენ შევინარჩუნეთ საკრედიტო რეიტინგები. ბოლო შეფასება განახორციელა სააგენტო Fitch-მა, რომელმაც უცვლელად დატოვა ჩვენი სუვერენული რეიტინგის მაჩვენებელი, რის მიზეზადაც გონივრული ფისკალური პოლიტიკა და გამოწვევებზე სწორი მაკროეკონომიკური პასუხების გაცემის უნარი დაასახელა", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მისი თქმით, პანდემიამ მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფისკალურ მაჩვენებლებზეც. 2020-2021 წლებში, ბიუჯეტზე დამატებითმა ზეწოლამ 7 მილიარდ ლარს მიაღწია. შედეგად, 2020 წელს საბიუჯეტო დეფიციტი გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის 9,4 პროცენტამდე და 2021 წელსაც შეუძლებელი გახდა მისი შემცირება 7,6 პროცენტზე დაბალა.  დეფიციტის ზრდასთან ერთად, გაიზარდა მთავრობის ვალის თანაფარდობა მთლიან შიდა პროდუქტთან, რომლის მაჩვენებელმაც  გადააჭარბა 60-პროცენტიან ზღვარს.

„სწორედ ამიტომ, მომდევნო წლებში, ჩვენი ძირითადი გამოწვევაა,  მთავრობის ვალის შემცირება.  საბაზისო სცენარის მიხედვით, ჩვენ კანონით დადგენილ ვადებში ვუბრუნდებით ნორმებს, თუმცა საკრედიტო რეიტინგების შესანარჩუნებლად და შემდგომი გაუმჯობესებისთვის, აუცილებელია ვალის მაჩვენებლის მეტად შემცირება. ასევე, აუცილებელია საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ყოველწლიურად. 2022 წლიდან აუცილებელია მოხდეს მისი რადიკალური შემცირება და დაუბრუნდეს პანდემიამდე არსებულ ნიშნულს. ამასთან, მნიშვნელოვანია, დეფიციტის შემცირება არ მოხდეს ისეთი ღონისძიებების ხარჯზე, რაც შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და არ მოგვცემს საშუალებას სწრაფი აღმასვლა გვქონდეს პოსტპანდემიურ პერიოდში", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

როგორც მან აღნიშნა, აუცილებელია კაპიტალური ხარჯების შენარჩუნება მთლიანი შიდა პროდუქტის 7-8-პროცენტიან ნიშნულზე, რაც უცილებელი პირობაა გრძელვადიანი ეკონომიკური განვითარებისთვის.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics