|
2021-02-20 13:49:23, 507 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი: ბოლო 8 წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობაში 700 მლნ ლარის სახელმწიფო ინვესტიცია განხორციელდა
საქართვლოს პარლამენტის დეპუტატებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის სამთავრობო პროგრამა მოისმინეს. „2012 წლამდე, ქვეყანაში არ არსებობდა სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებული სახელმწიფო პოლიტიკა; 2012-2020 წლებში, დარგისადმი მიდგომა რადიკალურად შეიცვალა. მთავრობის ძალისხმევით, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერითა და კერძო სექტორის ჩართულობით, აგროსასურსათო სექტორის განვითარების მიმართულებით მნიშვნელოვანი პოზიტიური შედეგები მივიღეთ. ბოლო სამი წლის განმავლობაში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ჩვენ გვაქვს მუდმივად მზარდი სტატისტიკა. 2020 წლის პირობებშიც კი, მიუხედავად პანდემიისა, სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში გვქონდა რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები. 2020 წლის პირველი ორი კვარტლის მონაცემებით, სოფლის მეურნეობის გამოშვებამ 6 მლრდ ლარს გადააჭარბა, 12%-ით გაიზარდა დამატებითი ღირებულება, რაც სტრატეგიებზე დაფუძნებული თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. ბოლო 8 წლის განმავლობაში, დარგში განხორციელდა 700 მლნ ლარის სახელმწიფო ინვესტიცია, რამაც უზრუნველყო კერძო სექტორიდან, დამატებით, 4 მლრდ-მდე ლარის ინვესტიციის მოზიდვა. სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამები ფარავს სოფლის მეურნეობის წარმოების ყველა რგოლს, როგორც პირველად წარმოებას, ისე გადამმუშავებელ მიმართულებას; მოიცავს, როგორც საკრედიტო, ასევე საგრანტო კომპონენტს და უზრუნველყოფს მეტი კერძო ინვესტიციის მოზიდვას. მაგალითად, მრავალწლოვანი კულტურების განვითარების მიზნით, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, 2015 წლიდან დღემდე, თანამედროვე ინტენსიური ბაღები გაშენდა 11,421 ჰექტარ მიწის ფართობზე, სახელმწიფოს ინვესტიციამ 80 მლნ ლარი შეადგინა, რაც ჯამური ინვესტიციის მესამედია, ჯამური ინვესტიცია კი, 140 მილიონ ლარს აჭარბებს. ძალიან მნიშვნელოვანია სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის მიმართულებით განხორციელებული ღონისძიებები. ჩვენ ვაგრძელებთ ინვესტირებას სამელიორაციო სისტემის მოწესრიგებისთვის. ასევე აღსანიშნავია, რომ ახალი კანონმდებლობის შესაბამისად ჩამოყალიბდა მიწის მდგრადი მართვის და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სასოფლო-სამეურნეო მიწის მართვის მიმართულებით”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)