15:52 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-20 11:48:46, 520 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა: დაგეგმილი რეფორმების გატარების შედეგად, საქართველოს ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფად მოხდება

„აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ  ჩვენ კვლავაც შევინარჩუნებთ მაკროეკონომკურ სტაბილურობას და ძალიან სწრაფად შევუდგებით ეკონომიკის გაჯანსაღებას", - ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტის  საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, ამის ბოლო ნიშანი და დადასტურება იყო საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია „Fitch"-ის შეფასება, როდესაც მან საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად დატოვა.

„ეს ნიშნავს, რომ არამარტო ჩვენ ვართ დარწმუნებული, რომ დაგეგმილი რეფორმების გატარების შედეგად ეკონომიკის აღდგენა ძალიან სწრაფად მოხდება და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არაფერი ემუქრება, არამედ სწორედ ასე აფასებენ ამას საერთაშორისო ორგანიზაციები, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოები. საქართველო ასე გამოიყრება დღევანდელ დღეს, პოსტპანდემიურ პერიოდში უცხოელების თვალში - როგორც მაკროეკონომიკურად მდრადი, კეთილსაიმედო, საინვესტიცოო თვალსაზრისით მომზიდველი და რეფორმებზე ორიენტირებული სახელმწიფო. სწორედ ეს შეფასება არის ასახული ასევე საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგრამის მეშვიდე მიმოხილვაში, სადაც საუბარია, რომ ქვეყანა კვლავაც აგრძელებს და გააგრძელებს ევროატლანტკური კურსით სიარულს და ევროპული ორიენტაციის რეფორმების განხორციელებას", -აღნიშნა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics