2021-02-19 17:03:13, 456 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.3069 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.3021 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0048 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 4.0149 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 3.9837 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0312 ლარი შეადგინა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან