|
2021-02-19 11:14:30, 473 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ქართული კომპანია პროექტებს უკვე სომხეთში ახორციელებს
„საქართველოს ბანკი“, როგორც სანდო პარტნიორი, ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკისა და კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მრავალწლიანი ურთიერთობა წარმატებით გრძელდება. თანამშრომლობის ფარგლებში კომპანია საქართველოში მიმდინარე და დასრულებული პროექტების პარალელურად პროექტებს უკვე სომხეთში ახორციელებს. „კავკასუს როუდ პროჯექტი“ მიმდინარე პროექტით ერევანში ხიდს აშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 13 მლნ დოლარს შეადგენს. საქართველოს ბანკის მხრიდან გაცემული ფინანსური რესურსი კი 7,5 მლნ აშშ დოლარია. პროექტი 2021 წელს დასრულდება და მასში უკვე 30 ადამიანია დასაქმებული. კომპანია ჯამში 250 ადამიანს ასაქმებს. „მოხარული ვართ, რომ გრძელვადიანი პარტნიორობის ფარგლებში კომპანია „კავკასუს როუდ პროჯექტმა“ და საქართველოს ბანკმა არერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. „კავკასუს როუდ პროჯექტი“ მაღალკვალიფიციური და პროფესიონალი კადრებით აგრძელებს ახალი ტექნოლოგიების, მიდგომების დანერგვას და ქართულ ბაზარზე წამყვან კომპანიად რჩევა. ამასთან, წლების განმავლობაში დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება მას აძლევს შესაძლებლობას, როგორც საერთაშორისო კომპანია, ჩაერთოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პროექტებში. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ კომპანიას ამ საქმეში. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესის გვერდით დგომას, რადგან გვჯერა რომ ერთმანეთის შესაძლებლობები უსაზღვროა“,- განაცხადა ზურაბ ქოქოსაძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მიმართულების ხელმძღვანელმა. ინფორმაციისთვის, „კავკასუს როუდ პროჯექტი“ გზების მშენებლობის სფეროში საქართველოში ერთერთი მსხვილი კომპანიაა. ის 2005 წელს დაარსდა და სულ რამდენიმე წელში დარგის ერთერთ ლიდერად იქცა. კომპანიას აქვს საკუთარი ქარხანა და თავადვე აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ბეტონსა და მაღალი ხარისხის ქვიშა-ღორღს. წარმოების ხარისხის კონტროლი ულტრათანმედროვე მოწყობილობებითა და მკაცრი საერთაშორისო სტანდარტებით ხორციელდება. ბეტონის ხარისხი მოწმდება როგორც ადგილზე, ქარხნის ტერიტორიაზე, ასევე მიწოდების ადგილზე - იტალიური მობილური ლაბორატორიის Controls-ის მეშვეობით. წარმოების მაღალ ხარისხს უზრუნველყოფს თანამშრომლების მაღალი კვალიფიკაციაც, რომელთა მომზადება განხორციელდა გერმანული კომპანიების Strabag, Heilit-Woerner-ის მიერ. კომპანიას განხორციელებული აქვს ისეთი პროექტები, როგორიცაა: სატრანსპორტო კვანძები გმირთა მოედანზე; აეროდრომის ასაფრენ დასაფრენი ბილიკი მესტიაში; ანაკლია განმუხურის ხის საფეხმავლო ხიდი მდინარე ენგურზე; ჰესის მშენებლობა მუხურში; 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანებული წყნეთი-სამადლოს და წყნეთი-ახალდაბის გზის რეაბილიტაცია; ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე სახიდე გადასასვლელების მშენებლობა და სხვა პროექტები.
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)