2021-02-17 17:01:18, 526 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა, ევროსთან მიმართებაში კი გამყარდა
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 3.3044 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ფასი 3.2985 ლარია. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0059 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი ხვალ 3.9871 ლარი იქნება, ხოლო დღეს, მისი შეძენა 4.0130 ლარად არის შესაძლებელი. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0259 ლარი შეადგინა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან