|
2015-10-06 15:58:48, 886 ნახვა
სამართალი
იურისტი: მარიხუანას მოხმარებაზე კანონის ლიბერალიზაცია იმ პირებსაც შეეხება, ვისაც პირობითი აქვს მისჯილი
მარიხუანას მოხმარებაზე ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებით ძველი საქმეებიც გადაიხედება. როგორც „ექსპრესნიუსს“ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში განუცხადეს, მარიხუანას მცირე ოდენობით განმეორებითი მოხმარებისთვის განსაზღვრული სანქციების ჩამონათვალიდან თავისუფლების აღკვეთის ამოღება იმ პირებსაც შეეხება, ვისაც პირობითი სასჯელი აქვს მისჯილი. „რა თქმა უნდა იმოქმედებს, რადგან კანონს, რომელიც ამსუბუქებს და უფრო კარგ მდგომარეობაში აყენებს პიროვნებას, უკუ ძალა აქვს. შესაბამისად ვინც ამ მუხლით იქნება გასამართლებული იმ ფარგლებში რასაც პარლამენტი მიიღებს შეეხებათ როგორც ახლად გამოვლენილი გარემოება, ანუ მოხდება მათი საქმის გადახედვა“, - განაცხადა საიას იურისტმა ლევან ვეფხვაძემ. შევა თუ არა ცვლილება კანონპროექტში იურისტის აზრით, საშემოდგომო სესიაზე გადაწყდება. „საშემოდგომო სესიაზე გვეცოდინება საბოლოო პასუხი უჭერენ მხარს, თუ არა დეპუტატები. ყველაფერი დამოკიდებულია პლენარულ სხდომაზე, სადაც უნდა დაუჭირონ მხარი დეპუტატებმა, დიდი შემადგენლობით უმრავლესობამ, მათზე ვართ დამოკიდებულნი“, - აღნიშნა სისხლის სამართლის ადვოკატმა ლევან ვეფხვაძემ. შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი მარიხუანას მოხმარების გამო თავისუფლების აღკვეთის გაუქმებას. პატიმრობის გაუქმებას მხარი დაუჭირა, მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მერაბ კაჭახიძემაც, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტზე კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდა. ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე კი კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს. იმისთვის, რომ კანონპროექტში ზემოთ აღნიშნული ცვლილება ძალაში შევიდეს, საჭიროა პარლამენტის მხარდაჭერა, 75 ხმით.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)