2021-02-16 17:55:42, 509 ნახვა
სამართალი
ივერი მელაშვილი - ჩვენს მიმართ რაიმე დასაბუთებული ბრალდება არ არსებობს
„ჩვენს მიმართ რაიმე დასაბუთებული ბრალდება არ არსებობს“, - ამის შესახებ ე.წ კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულმა ივერი მელაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, აქვს მოლოდინი რომ ბრალს მოუხსნიან.
„ჩვენს მიმართ რაიმე დასაბუთებული ბრალდება არ არსებობს. მოლოდინი მაქვს ის რომ უნდა გამათავისუფლონ“, - განაცხადა ივერი მელაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ე.წ კარტოგრაფების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან