2021-02-13 21:07:08, 589 ნახვა
სამართალი
„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის ორი მონაწილე დააკავეს
„ქართული ოცნების“ ოფისთან აქციის ორი მონაწილე დააკავეს.
ამის შესახებ ინფორმაციას „ექსპრესნიუს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უდასტურებენ.
მათივე ინფორმაციით, აქტივისები ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც გადაწყდა, რომ პარტია „ქართული ოცნება“ პარლამენტში ნიკა მელიას სადეპუტატო მანდატის შეწყვეტას მხარს დაუჭერს.
ავტორი: ექსპრესნიუსი,