2021-02-12 10:47:30, 1896 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 660 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 507 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 660 პაციენტი.
აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე, ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 264 665დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 256 684 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი საერთო რიცხვი 3 336 -ს შეადგენს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან