2021-02-11 10:47:03, 1826 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 639 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 639 პაციენტი.
აღნიშნული ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე, ცოტა ხნის წინ განახლდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსის 264 158 დადასტურებული შემთხვევაა, მათგან 256 024 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
რაც შეეხება გარდაცვლილებს, მათი საერთო რიცხვი 3 321-ს შეადგენს.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან