|
2015-10-05 18:48:14, 500 ნახვა
პოლიტიკა
დავით ლორთქიფანიძე: პიჯაკი შემომახიეს, სათვალე გამიტეხეს,არ მგონია ეს ასე რბილად დასამთავრებელი იყო
დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე 2 ოქტომბერს პარლამენტთან დაკავებული პირებისთვის პატიმრობის შეფარდების თაობაზე, სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისგან თავს იკავებს. მისი განცხადებით, როგორც დაზარალებულმა გამოძიებას ჩვენება მისცა, დანარჩენი კი, პროკურატურისა და სასამართლოს გადასაწყვეტია და პროცესებში არ ერევა. "მე სრულიად სამართლებრივად ვუდგები ამ საკითხს. ვფიქრობ, რომ ეს არის უშუალოდ პროკურატურის და სასამართლოს მისაღები გადაწყვეტილება და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილება ჩემი აზრით, უნდა იყოს მიღებული მოცემულობად. პირველი ინსტანციის სასამართლოთი არ მთავრდება ეს პროცესი, აქვს მხარეს მეორე ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების საშუალება და ბუნებრივია, ვფიქრობ ისინი ამას გამოიყენებენ",-განუცხადა დავით ლორთქიფანიძემ "ექსპრესნიუსს". ამასთან, დეპუტატმა 2 ოქტომბერს ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთა. მისი თქმით, იქ შეკრებილ აქციის მონაწილეებს პრობლემა არა მხოლოდ მასთან, არამედ გოგლა ჟვანიასთან, ლუკა კურტანიძესთან, იაშე შერვაშიძესთან და ვალერი გელაშვილთან ჰქონდათ. "უშუალოდ ამ ფაქტთან დაკავშირებით მინდა გავაკეთო განმარტება, რომ ცდილობენ დაგვანახონ, რომ ამ ადამიანებს პრობლემა მხოლოდ დათო ლორთქიფანიძესთან ჰქონდათ. მე გეუბნებით, რომ მათ ჰქონდათ პრობლემა გოგლა ჟვანიასთან, ლუკა კურტანიძესთან, იაშე შერვაშიძესთან, ვალერი გელაშვილთან და ჩემთან. უბრალოდ, ამის აფიშირებას რატომღაც ერიდებიან. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ის ადამიანები პარლამენტის შენობაში შესვლის დროს, სამუშაო ადგილზე მისვლის დროს, უქმნიდნენ სერიოზულ უხერხულობას, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას პარლამენტის წევრებს და ბოლოს გადავადინენ ფიზიკურ შეურაცხყოფაზე, რომლის მსხვერპლიც აღმოვჩნდი მე. მე არც პროკურორი გახლავართ და არც სასამართლოს წარმომადგენელი. ამიტომ, მე, როგორც დაზარალებული, დამკითხა გამოძიებამ. გამოძიებას ვუთხარი ის, რაც ჩემი თვალით დავინახე, დანარჩენი არის სასამართლოს და მთავარი პროკურატურის გადასაწყვეტი. სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც ჯდება სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და მე ამის შეფასებით ვერ დავკავდები", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ და დასძინა, რომ ეს ადამიანები გარდა იმისა, რომ პარლამენტის წევრებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, მათ "ბიძინას მონებს" უწოდებდნენ. "ამ ადამიანებმა გარდა იმისა, რომ პარლამენტის წევრებს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რომელიც გამოიხატებოდა გინებით, ადამიანებს უწოდებდნენ ვირთხებს, მონებს, ღორებს, ეს ყველაფერი დაკავშირებული იყო ბიძინა ივანიშვილთან, ამბობდნენ ბიძინას მონები, ბიძინას ღორები და ა.შ.როდესაც აგინებდნენ ბატონ ბიძინას, როცა გვაგინებდნენ პირადად ჩვენ და როდესაც ჩემს შემთხვევაში ფიზიკურად გადმოვიდნენ და შემომახიეს პიჯაკი, გამიტეხეს სათვალე, არ მგონია, რომ ეს ასე ძალიან რბილად დასამათავრებელი იყო. არც ერთი ადამიანი არ იმსახურებს იმას, რომ სამუშაო ადგილზე მისვლის დროს, მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენო. გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს დაცული და დაცულია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ უფლება აქვთ ფიზიკურად გადავიდნენ შეტევაზე ადამიანებზე, მით უფრო პარლამენტის წევრებთან მიმართებაში", - განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ. ამასთან, ლორთქიფანიძის თქმით, ღვინიაშვილთან დაკავშირებით უმრავლესობის არაერთმა წევრმა გამოხატა პროტესტი და დაგმო საქართველოს პარლამენტის წევრზე თავდასხმა. დეპუტატის განმარტებით, მას არ ახსენდება "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე დეპუტატს მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება დაეგმოს. "ამბობენ, რომ ღვინიაშვილთან დაკავშირებით ჯარიმით შემოიფარგლენო. სხვათაშორის, ღვინიაშვილთან დაკავშირებით უმრავლესობის არაერთმა წევრმა გამოხატა პროტესტი და დაგმო საქართველოს პარლამენტის წევრზე თავდასხმა და როდესაც მუშტი მომიქნია აქციის ორგანიზატორმა. მე არ მახსენდება, "ნაციონალური მოძრაობის" რომელიმე დეპუტატს დაეგმოს პარლამენტის წევრ დათო ლორთქიფანიძეზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება. ან ლუკა კურტანიძეზე, იაშა შერვაშიძეზე, გოგლა ჟვანიაზე, ვალერი გელაშვილზე სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები რომ დაეგმოთ, ჩვენ არ უნდა დავიწყოთ საზოგადოების აზრის ფორმირება, რომ თითქოს ეს ადამიანები ტყუილად არიან დასჯილები. მე არ ვარ შემფასებელი. ბრალდებელი არის პროკურატურა და სასამართლო. ამ შემთხვევაში ჩემი პოზიციის გამოხატვისგან თავს შევიკავებ. პროკურატურამ და სასამართლომ მიხედოს ქვეყანაში კანონიერების დამკიდრებას", - განუცხადა "ექსპრესნიუსს" დავით ლორთქიფანიძემ.
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)