|
2015-10-05 18:08:03, 381 ნახვა
პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ პედაგოგების მდგომარეობის გაუმჯობესებას
დღევანდელი დღის მთავრი სლოგანია: მასწავლებლების გაძლიერება, მდგრადი საზოგადოების შენება! თუ გვაქვს სურვილი, გვყავდეს ძლიერი საზოგადოება და განათლებული მომავალი თაობა, ხელისუფლების ვალია დაგეხმაროთ და შეგიქმნათ პირობები, რათა იყოთ მოტივირებულები და მაქსიმალურად გადასცეთ ცოდნა მოსწავლეებს, - ასე მიმართა პედაგოგებს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე. პრემიერმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და მასწავლებლის პროფესიის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, სახელმწიფოს მომავალი და მისი განვითარება, განათლების ხარისხზეა დამოკიდებული. „ჩვენი ახალგაზრდა თაობის აღზრდაში თქვენი როლი განუზომელია. დღის ერთ ნაწილს მოსწავლე ატარებს სკოლაში, მის მეორე ოჯახში და დანარჩენ ნაწილს შინ. ამიტომ მინდა აღვნიშნო თქვენი როლი ბავშვის აღზრდაში. ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტია მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ პედაგოგების მდგომარეობის გაუმჯობესებას, მათი ხელფასების ზრდას, მათი მოტივაციის გაზრდას. მასწავლებელია მთავარი შთაგონების წყარო. საკუთარი მაგალითით ვიტყვი, რომ მყავდა პედაგოგები, რომელთაც ძალიან შემაყვარეს საგნები. მასწავლებელზე ბევრია დამოკიდებული. მე მქონდა სიხარულის განცდა, როდესაც გაკვეთილს ვაბარებდი ჩემს საყვარელ მასწავლებელს, რადგან ვიცოდი, რომ მის გაკვეთილზე მეტს ვისწავლიდი. მაგრამ, იყვნენ პედაგოგები, რომელთა გაკვეთილების მოსმენაც ნაკლებად საინტერესო იყო ჩვენთვის“, - განაცხადა პრემიერმა. მისი თქმით, მასწავლებლების საბაზო ხელფასის ეტაპობრივი ზრდა 2013 წლიდან დაიწყო, 2015-2016 სასწავლო წელს საბაზო ხელფასის 65%-იანი ზრდა დაფიქსირდება და მასწავლებლის საშუალო ხელფასი საქართველოში არსებულ საშუალო ხელფასს გაუთანაბრდება. „კარგად მესმის, რომ ეს არ არის საკმარისი. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ მასწავლებელმა იფიქროს მხოლოდ ერთზე – მისცეს მაქსიმალური ცოდნა ჩვენს მომავალ თაობას და ღირსეული თაობა აღგვიზარდოს. როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში განათლების სამინისტროს ბიუჯეტი იყო სულ რაღაც 617 მილიონი, წელს იგი 840 მილიონია, გაისად კი 975 მილიონი ლარი იქნება. ამ მოკლე პერიოდში ჩვენ შევძელით მასწავლებელთა ხელფასების 65%–იანი ზრდა. მეცნიერებზეც მინდა ვთქვა, რომელთა ხელფასები გავზარდეთ 2,5 ჯერ. განათლების მიმართულებით სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებები გავატარეთ. 10 ახალი სკოლა შევმატეთ საქართველოს, 8 სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს და 1069 საჯარო სკოლას ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე შეგახსენებთ, რომ 21 ფაკულტეტზე სწავლა გახდა უფასო და 12 ათასი სტუდენტი სწავლობს უფასოდ. 1150 სკოლის ტრანსპორტით მომსახურებას ვახორციელებთ და 500 000 მოსწავლის სასკოლო სახელმძღვანელობით უზრუნველყოფას ვახდენთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ საჭიროა მასწავლებლის პროფესია უფრო მეტად საამაყო და პრესტიჟული გახდეს. მანვე მოუწოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, მომავალ წელს მასწავლებელთა პროფესიული დღე მეტი პომპეზურობით აღინიშნოს.
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)