2021-02-10 10:17:46, 1226 ნახვა
ომი უკრაინაში
WHO - დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი 86 ქვეყანაში დაფიქსირდა
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტი 86 ქვეყანაში დაფიქსირდა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
ჯანმოში ამბობენ, რომ 7 თებერვლის მდგომარეობით, ახალი ვარიანტის შემთხვევები დამატებით ექვს ქვეყანაში გამოვლინდა.
შეგახსენებთ, რომ დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის ახალი შტამი სექტემბერში გამოვლინდა.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან