12:56 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 15:39:10, 333 ნახვა

პოლიტიკა
„ნაცმოძრაობა“ ივანიშვილის სახლთან საპროტესტო აქციას გამართავს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლების გათავისუფლების და მედიაზე ზეწოლის შეწყვეტის მოთხოვნით აქციას გამართავს. აქცია სოლოლაკში, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან 19 საათზე გაიმართება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ „ნაციონალური მოძრაობის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს საპროტესტო აქცია ბიძინა ივანიშვილის სახლთან არის დააანონსებული.

„მიზანი და მოთხოვნაა, გამოუშვან ქუთაისში უკანონოდ დაკავებული სამი ახალგაზრდა და შეწყდეს მედიაზე ზეწეოლა. ეს იქნება დღევანდელი აქციის მთავარი მესიჯი“, - აცხადებენ პარტიაში.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დაკავებულ "ნაციონალური მოძრაობის" და „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლების სასამართლო პროცესი დასრულდა.

სასამართლომ ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძეს და კახა გაბუნიას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics