00:19 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-08 11:03:43, 1774 ნახვა

ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 499 მძიმე პაციენტი მკურნალობს

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 499 მძიმე პაციენტია, მათგან 134 კი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 446 პირი, ხოლო თვითიზოლაციაში 13 531 ადამიანი იმყოფება.

„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა  6 593 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 887 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 706 PCR ტესტით.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 4 554, საიდანაც: 2 229 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში -    1 032, აჭარაში - 183, იმერეთში - 449. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 499 პირი, მათ შორის, თბილისში - 211, აჭარაში - 48, იმერეთში - 121. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 134 პირი, მათგან თბილისში - 99, აჭარაში- 5, იმერეთში - 15. 295 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 166 - თბილისში, 118 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 030 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 446 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 221, ხოლო აჭარაში - 133.

სულ  6 ოქტომბრიდან - 7 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 649 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 13 531 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 019 პირი, აჭარაში - 739, იმერეთში - 1 408“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics