|
2021-02-08 09:50:47, 969 ნახვა
ომი უკრაინაში
გლდანის და ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდდადასტურებული პატიმრების უმეტესობა გამოჯანმრთელდა
გლდანის და ქსნის პენიტენციურ დაწესებულებებში კოვიდდადასტურებული პატიმრების უმეტესობა გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ პენიტენციური სამსახურიდან აცნობეს. „სპეციალური პენიტენციური სამსახური განაგრძობს პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კოვიდვითარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. N15 (ქსნის) და N8 (გლდანის) პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული განმეორებითი PCR ტესტირების შედეგად გაირკვა, რომ მოცემულ დაწესებულებებში ინფიცირებული პირების უმეტესობა გამოჯანმრთელდა. კერძოდ,N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 2340 ტესტიდან მხოლოდ 9 ტესტის პასუხი იყო დადებითი. შესაბამისად, ორი კვირის წინ გამოვლენილი 38 შემთხვევიდან 29 პატიმარი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება N15 პენიტენციურ დაწესებულებას, აქ ჩატარებული 1672 ტესტიდან ასევე 9 შემთხვევაში იყო პასუხი დადებითი, მაშინ, როდესაც ორი კვირის წინ ეს მონაცემი 40-ს შეადგენდა. ამდენად, მიუხედავად ვირუსის ცალკეული შემთხვევების დაფიქსირებისა, ვითარება პენიტენციურ სისტემაში კონტროლს ექვემდებარება, პენიტენციური სამსახური კი საზოგადოებას კვლავ სისტემატურად მიაწვდის ინფორმაციას პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)