|
2021-02-07 15:50:52, 4345 ნახვა
ომი უკრაინაში
ამერიკული კომპანია თანამშრომლებს, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინით აიცრებიან ფულს გადაუხდის
ამერიკული კომპანია თანამშრომლებს, რომლებიც კორონავირუსის ვაქცინით აიცრებიან ფულს გადაუხდის, - ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის საიტზეა მოცემული. როგორც კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი, კოვიდვაქცინით აცრილი ყველა თანამშრომელი ერთჯერადი პრემიის სახით 100$-ს მიიღებს. Kroger-ს მარკეტები ამერიკის 35 შტატში აქვს. კომპანიაში კი ათასობით ადამიანია დასაქმებული. ცნობისთვის, აშშ-ში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 102 420 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 2 618 პაციენტი. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 26 916 192-მდეა გაზრდილი, გარდაცვლილთა საერთო რიცხვი კი, 462 173-ს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით, აშშ ვირუსით ინიფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების რიცხვით, პირველ ადგილზეა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)