|
2015-10-05 09:51:11, 962 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით ბეისბოლის მატჩი დაჭრილი ჯარისკაცების მხარდასაჭერად ჩატარდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით, საქართველოს ბეისბოლის ეროვნულ ნაკრებსა და აშშ-ს საზღვაო ქვეითთა გუნდ „მეომრებს“ შორის ბეისბოლის ამხანაგური მატჩი გაიმართა. მატჩი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ მეომრებსა და დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. შეხვედრის მიზანი „დაშავებული ქართველი მეომრების“ პროგრამის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირება იყო.
დავით ებრალიძის განცხადებით, დღევანდელი ღონისძიება მნიშვნელოვანია და ეს მისაბაძი უნდა გახდეს ყველა დაჭრილი თუ არა დაჭრილი მეომრისთვის. ამხანაგური შეხვედრის დაწყებისას მოთამაშეებმა და მაყურებლებმა საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპულ მეომართა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. თავად მატჩი დაძაბულ ბრძოლაში საქართველოს ნაკრებით გამარჯვებით 6:5 დასრულდა. საქართველოს ნაკრებსა და ამერიკის საზღვაო ქვეითთა გუნდს შორის მსგავსი ტიპის შეხვედრა უკვე მეხუთედ იმართება. დღევანდელ მატჩს საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)