2021-02-02 17:33:58, 534 ნახვა
მსოფლიო
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 104 მილიონს გადააჭარბა
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 104 მილიონს გადააჭარბა და ამ დროისთვის 104,024,884-ს შეადგენს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსით ჯამში 2,250,171 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 75,860,432 გამოჯანმრთელდა.
ცნობისთვის, კორონავირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლენილია აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიაში, რუსეთში, დიდი ბრიტანეთსა და საფრანგეთში.
ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან